სანდრო ბაზაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო შედეგია სპორტის ამ სახეობაში.
კაიროში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ბაზაძე უნგრელ, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ არონ სილაგისთან (11:15) დამარცხდა.
აღსანიშნავია სანდრო ბაზაძის დიდი პროგრესი, რადგან დღევანდელ დღემდე მსოფლიო ჩემპიონატზე მისი საუკეთესო შედეგი 16 საუკეთესო მოფარიკავეს შორის მოხვედრა იყო.