სანდრო ბაზაძემ 2023 წელი ხმლით მოფარიკავეთა რეიტინგში პირველ ადგილზე დაასრულა #1TVSPORT
სანდრო ბაზაძემ 2023 წელი ხმლით მოფარიკავეთა რეიტინგში პირველ ადგილზე დაასრულა #1TVSPORT

სანდრო ბაზაძემ 2023 წელი FIE-ს (ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაცია) მამაკაც ხმლით მოფარიკავეთა რეიტინგში პირველ ადგილზე დაასრულა.

დღეს, 11 დეკემბერს FIE-მ მიმდინარე წელს რეიტინგი ბოლოჯერ განაახლა. ქართველ მოფარიკავეს წლის შემაჯამებელ რეიტინგში 284 ქულა აქვს.

სანდრო ბაზაძე ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის რეიტინგს დამაჯერებლად ლიდერობს და უახლოეს მდევარს, მეორე ადგილზე მყოფ ამერიკელ ელი დერშვივს 11 ქულით ასწრებს.