სანდრო ბაზაძე - წლის სპორტსმენად დასახელება დიდი აღიარებაა, ჩემი მთავარი მიზანი ოლიმპიადაზე გამარჯვებაა #1TVSPORT
სანდრო ბაზაძე - წლის სპორტსმენად დასახელება დიდი აღიარებაა, ჩემი მთავარი მიზანი ოლიმპიადაზე გამარჯვებაა #1TVSPORT

წლის სპორტსმენად დასახელება ძალიან დიდი და სასიამოვნო აღიარებაა. მომდევნო სეზონებისთვის მზადებას უკვე ვაგრძელებ, – ამის შესახებ ოლიმპიური კომიტეტის ვერსიით 2025 წლის საუკეთესო ქართველმა სპორტსმენმა, მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ განაცხადა.

ბაზაძის თქმით, მისი მთავარი მიზანი 2028 წლის ოლიმპიური თამაშების მოგებაა.

„წლის სპორტსმენად დასახელება ძალიან დიდი და სასიამოვნო აღიარებაა. მომდევნო სეზონებისთვის მზადებას უკვე ვაგრძელებ. ოლიმპიადამდე ბევრი აღარ დარჩა – ლოს-ანჯელესის ზაფხულის თამაშები ორ წელიწადში გაიმართება.

ჩემი მთავარი მიზანი ყოველთვის ოლიმპიადაზე გამარჯვება იყო და ახლაც ასეა. ვფიქრობ, კარიერის ბოლოს ყველაზე „გემრიელი“ და მნიშვნელოვანი სწორედ ეს ლუკმა უნდა იყოს“, – განაცხადა სანდრო ბაზაძემ.

სანდრო ბაზაძესთან ერთად, წლის საუკეთესო სპორტსმენის წოდება ეთერ ლიპარტელიანსაც მიენიჭა.