სანდრო ბაზაძე ტუნისის გრან პრის გათამაშების გამარჯვებულია #1TVSPORT
სანდრო ბაზაძე ტუნისის გრან პრის გათამაშების გამარჯვებულია #1TVSPORT
საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრების ლიდერმა სანდრო ბაზაძემ ტუნისის გრან პრის ოქროს მედალი მოიგო და ეს წარმატება ისტორიული შედეგია.

ქართული ფარიკაობის ისტორიაში სანდრო ბაზაძე არის პირველი ვინც გრან პრის მფლობელი გახდა.

ევროპის ჩემპიონმა და კონტინენტის პირველობის სამგზის ბრინჯაოს მედლის მფლობელმა და ასევე მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანმა სანდრო ბაზაძემ გრან პრის ფინალში ოლიმპიური თამაშების მეორეადგილოსანი იტალიელი ლუიჯი სამელე შედეგით 15-8 დაამარცხა.

ტუნისის გრან პრის გათამაშება რანგით მხოლოდ ოლიმპიურ თამაშებსა და მსოფლიო ჩემპიონატს ჩამოუვარდება და ეს შეჯიბრი ფარიკაობაში კონტინენტის პირველობასთან არის გათანაბრებული.