სანდრო ბაზაძე ტოკიოს ოლიმპიადაზე მეოთხე ადგილზე გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT

ქართველმა მოფარიკავემ სანდრო ბაზაძემ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა მედლის გარეშე დაასრულა.

ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა სანდრო ბაზაძემ კორეელ კიმთან 15:11 წააგო და ოლიმპიურ თამაშებზე მეოთხე ადგილზე გავიდა.

ბაზაძემ პირველი ორი დაპირისპირება ეგვიპტელ მოფარიკავეებთან ჩაატარა და გამარჯვების მოპოვება მოახერხა, მეოთხედფინალში კი ტურნირის მთავარი ფავორიტი კორეელი სანგუკ ოჰი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.

ნახევარფინალში ქართველი სპორტსმენი უნგრელ არონ შილაგის შეხვდა და მსაჯების საეჭვო გადაწყვეტილებების შემდეგ 13:15 დამარცხდა.

 

დატოვე კომენტარი