სანდრო ბაზაძე საქართველში ბრუნდება #1TVSPORT
სანდრო ბაზაძე საქართველში ბრუნდება #1TVSPORT

სანდრო ბაზაძე საქართველოში ხვალ ბრუნდება. პარიზი-თბილისის ავიარეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 14 დეკემბერს, 21:00 საათზე მოფრინდება.

დაახლოებით ორთვიანი ფრანგული შეკრების დროს, მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო ხმლით მოფარიკავემ ორ პრესტიჟულ ტურნირში იასპარეზა. ნოემბერში ალჟირში მსოფლიო თასზე ოქროს, ხოლო რამდენიმე დღის წინ ორლეანის გრან პრიზზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელი სანდრო ბაზაძისათვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა. საერთო ჯამში 6, აქედან 3 ოქროს მედალი მოიპოვა. საბოლოოდ წელი FIE-ს რეიტინგში, კარიერაში ჯერჯერობით საუკეთესო, მეორე პოზიციაზე დაასრულა.