სანდრო ბაზაძე საფრანგეთის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულია #1TVSPORT

19:11, 04.06.2023

საფრანგეთის ქალაქმა, შალონ ან შამპანმა ხმალში გუნდურ ჩემპიონატს უმასპინძლა.

მსოფლიოს ნომერ პირველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე კლუბ „ორლეანის“ შემადგენლობაში ასპარეზობდა.

კრისტიან ბაუერის გუნდში, სანდრო ბაზაძის გარდა, ფრანგი მოფარიკავეები – ბოლად აპიტი, ჟან ფილიპ პატრისი და სებასტიან პატრისი გამოდიოდნენ.

საფრანგეთში გამართული პრესტიჟული ტურნირის ჩემპიონი კლუბი „ორლეანი“ გახდა და ქართველმა მოფარიკავემ მორიგი გამარჯვება იზეიმა.

მსგავსი