სანდრო ბაზაძე რეიტინგში დაწინაურდა
სანდრო ბაზაძე რეიტინგში დაწინაურდა

ქართველმა ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ მოსკოვში გამართული გრან-პრის მეოთხედფინალში იასპარეზა, მნიშვნელოვანი ქულები დააგროვა და ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის რეიტინგში ერთი საფეხურით დაწინაურდა.

ამ ეტაპზე ის მე-12 ადგილს იკავებს. ასევე ერთი პოზიციით წაიწია წინ მიხეილ მარდალეიშვილმა და მსოფლიო რეიტინგში 47-ე ადგილზე დამკვიდრდა. 10 ადგილით დაიხია უკან ბექა ბაზაძემ: ის 66-ე საფეხურს იკავებს.

ქალთა შორის წინსვლა აქვს თეოდორა კახიანს, რომელიც 103-ეა. უკან დაიწია და 120-ე ადგილზეა ლიკა ჯიჯეიშვილი.