სანდრო ბაზაძე მსოფლიოს საუკეთესო მოფარიკავესთან მძიმე ბრძოლაში დამარცხდა
სანდრო ბაზაძე მსოფლიოს საუკეთესო მოფარიკავესთან მძიმე ბრძოლაში დამარცხდა

ვარშავაშის მსოფლიო თასზე, სანდრო ბაზაძემ მეოთხედფინალურ შეხვედრაში, დაძაბულ ბრძოლაში მსოფლიო რეიტინგის ლიდერთან, სამხრეთ კორეელ სანგუკ ოჰთან 14-15 წააგო.

მიუხედავად მარცხისა, პირად პირველობაში ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოსაპოვებლად სანდრომ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა და განახლებულ რეიტინგში, რომელიც მომავალ კვირას გამოქვეყნდება, უახლოეს მდევრებთან ქულათა რაოდენობა კიდევ უფრო გაზრდილი იქნება.

ხვალ, პოლონეთის დედაქალაქში, ხმალში გუნდური მსოფლიო თასი გაიმართება.

23 ეროვნულ ნაკრებს შორის საქართველოს ეროვნული გუნდიც ასპარეზობს, რომელიც ოლიმპიურ თამაშებზე მოსახვედრი გუნდური ლიცენზიისთვის ბრძოლას განაგრძობს.

ჩვენი გუნდის პირველი მეტოქე ესპანეთის ნაკრებია გამარჯვების შემთხვევაში, რვა საუკეთესო გუნდს შორის მოსახვედრად, 15:00-ზე ქართველი მოფარიკავეები, მსოფლიო რეიტინგის მეოთხე გუნდს, გერმანიას დაუპირისპირდებიან.