სანდრო ბაზაძე მსოფლიო თასის გამარჯვებულია

19:47, 21.09.2019

ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში მიმდინარე მსოფლიო თასზე (სატელიტი) ხმლით ფარიკაობაში, ვაჟთა შორის სანდრო ბაზაძემ პირველი ადგილი დაიკავა. ჯგუფურ ეტაპზე სანდრომ ექვსიდან ხუთი შეხვედრა მოიგო.

მერვედფინალი – მუჰამედ ანასიზი (თურქეთი) 15-3
მეოთხედფინალი – სტეფანო ლუკეტი (არგენტინა) 15-7
ნახევარფინალი – ენვერ ილდირიმი (თურქეთი) 15-11

ფინალი – ჯეიმს ჰონეიბონი (დიდი ბრიტანეთი) 15-8

ხვალ პლოვდივში ქალთა შეჯიბრში ლიკა ჯიჯეიშვილი იასპარეზებს.

მსგავსი