12 ნოემბერს ალჟირში ხმლით ფარიკაობის მსოფლიო თასი გაიმართა, რომლის გამარჯვებულიც სანდრო ბაზაძე გახდა.
სანდრომ ტურნირი 1/32-ფინალიდან დაიწყო, სადაც ეგვიპტელი მაზენ ელარაბი 15:10 დაამარცხა, შემდეგ მან იტალიელ მიკელე გალოსაც იგივე ანგარიშით სძლია. მერვედფინალურ დაპირისპირებაში ქართველი მოფარიკავე ფრანგ ჟან-ფილიპ პატრისს შეხვდა და 15:9 მოუგო. ყველაზე მარტივი ბაზაძისთვის მეოთხედფინალი აღმოჩნდა, სადაც სამხრეთ კორეელი ბონგილ გუ 15:3 დაამარცხა.
ნახევარფინალში სანდრო ეგვიპტელ ზიად ელსისს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 15:13 დაამარცხა, ფინალში კი იტალიელი ლუიჯი სამელეს ასევე 15:13 სძლია.