სანდრო ბაზაძე მსოფლიო რეიტინგში სამი პოზიციით დაწინაურდა #1TVSPORT
სანდრო ბაზაძე მსოფლიო რეიტინგში სამი პოზიციით დაწინაურდა #1TVSPORT

მოფარიკავე სანდრო ბაზაზე მსოფლიო რეიტინგში სამი პოზიციით დაწინაურდა. ქართველმა სპორტსმენმა ტოკიო 2020-ის ოლიმპიადაზე მეოთხე პოზიციის დაკავებით და კლასიფიკაციაში 54 ქულის დამატებით ჯამში 177 ქულა მოაგროვა და მერვე პოზიციიდან მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა.

სიის სათავეში უნგრელი არონ შილაგი იმყოფება, რომელთანაც მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე სანდრო ბაზაძემ ნახევარფინალი მსაჯთა საეჭვო გადაწყვეტილებების გამო დათმო. ხოლო შემდეგ მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კორეელ სპორტსმენთან დამარცხდა და საბოლოოდ ქართველი მოფარიკავე უმედლოდ დარჩა.