ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ ხმლით ფარიკაობაში კონტინენტის პირველობის დასრულების შემდეგ მსოფლიო რეიტინგი განაახლა.
ევროპის ჩემპიონი სანდრო ბაზაძე კვლავ მესამე საფეხურზეა.
ბექა ბაზაძე, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე რვა საუკეთესოს შორის იყო 17 პოზიციით დაწინაურდა და დღეისათვის მე-40 ადგილზეა.
რეიტინგში დაწინაურდა ასევე გოგა კაკაურიძე რომელიც 77 პოზიციით წინ გადავიდა და 158-ე ადგილზეა.