სანდრო ბაზაძე მონრეალის გრან პრის პრიზიორია
სანდრო ბაზაძე მონრეალის გრან პრის პრიზიორია

ხმლით ფარიკაობაში წლის პირველი მნიშვნელოვანი ტურნირი სანდრო ბაზაძემ ბრინჯაოს მედლით დაასრულა. მონრეალის გან პრიზე, ქართველი მოფარიკავე, რეიტინგის გათვალისწინებით, ასპარეზობაში მეორე დღიდან ჩაერთო. ის საუკეთესო 64 სპორტსმენს შორის იყო.

პირველ ბრძოლაში ბაზაძემ თანაგუნდელი მიხეილ მარდალეიშვილი ანგარიშით 15-5 დაამარცხა. მომდევნო შეხვედრაში თურქ ენვერ ილდირიმს 15-11 სძლია. 15-13 მოიგო მერვედფინალური მატჩი უნგრელ შანად გემესთან. მეოთხედფინალში კი, ურთულეს ორთაბრძოლაში, მსოფლიო რეიტინგის ლიდერთან, სამხრეთ კორეელ სანგუკ ოჰისტან ანგარიში 15-14 დააფიქსირა და უძლიერეს ოთხ მონაწილეს შორის მოხვდა. ბაზაძემ ნახევარფინალი იტალიელ ლუკა კურატოლისთან დათმო და მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა.

მონრეალის გრან პრიზე 21 ქვეყნის 150-მდე სპორტსმენი ასპარეზობდა. საქართველოს ღირსებას კანადაში სანდრო და ბექა ბაზაძეები, მიხეილ მარდალეიშვილი, საბა სულამანიძე, თეოდორა კახიანი და ლიკა ჯიჯეიშვილი იცავდნენ.