საფრანგეთის ქალაქ ორლეანში კლუბებს შორის ევროპის თასის გათამაშება გაიმართა, სადაც გამარჯვება ადგილობრივმა ფარიკაობის კლუბმა „ორლეანმა“ მოიპოვა. კლუბის ლიდერი კი ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძეა.
დაძაბულ ფინალში „ორლეანმა“ რუსეთის საუკეთესო მოფარიკავეებით დაკომპლექტებულ გუნდს 45:41 სძლია. სანდროსთან ერთად გუნდში ფრანგი მოფარიკავეები: ბოლად აპიტი, ჟან-ფილიპი და სებასტიენ პატრისი იყვნენ.