სანდრო ბაზაძე ფარიკაობაში მადრიდის მსოფლიო თასის ნახევარფინალშია #1TVSPORT
სანდრო ბაზაძე ფარიკაობაში მადრიდის მსოფლიო თასის ნახევარფინალშია #1TVSPORT

მადრიდში, ხმლით მოფარიკავე სენიორებს შორის მიმდინარე მსოფლიო თასზე ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ნახევარფინალში იასპარეზებს.

ქართველმა სპორტსმენმა მეოთხედფინალში ფრანგი პატრის სებასტიანი 15:9 დაამარცხა. ბაზაძემ მანამდე, ტურნირის წინა ეტაპებზე იტალიელ, რუმინელ და ჩინელ მოფარიკავეებს სძლია.

ქართველი ფინალის საგზურისთვის სამხრეთკორეელ გიეონგდონგს დაუპირისპირდება.