სანდრო ბაზაძე ფარიკაობაში მადრიდის მსოფლიო თასის ფინალშია #1TVSPORT
სანდრო ბაზაძე ფარიკაობაში მადრიდის მსოფლიო თასის ფინალშია #1TVSPORT

სანდრო ბაზაძე მადრიდში ხმლით მოფარიკავე სენიორებს შორის მიმდინარე მსოფლიო თასის ფინალში გავიდა.

ქართველმა სპორტსმენმა ნახევარფინალში სამხრეთკორეელი გეონგდონგი დაძაბულ ბრძოლაში 15:13 დაამარცხა და ფინალში თურქ ენვერ ილდირიმს დაუპირისპირდება.

ფინალამდე ბაზაძემ იტალიელი, რუმინელი, ჩინელი და ფრანგი მოფარიკავეები დაამარცხა.