სანდრო ბაზაძე ევროპის ჩემპიონია [ვიდეო] #1TVSPORT
სანდრო ბაზაძე ევროპის ჩემპიონია [ვიდეო] #1TVSPORT

ანტალიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე სანდრო ბაზაძემ გადამწყვეტი შეხვედრა იტალიელ ლუკა კურატოლის 15-11 მოუგო და კონტინენტის პირველობის გამარჯვებული გახდა.

საქართველოს საუკეთესო მოფარიკავეს ევროპის ჩემპიონატებზე ზედიზედ სამი ბრინჯაოს მედალი ჰქოდა მოპოვებული, დღეს კი მან კარიერაში პირველად ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს სანდრო ბაზაძემ სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, უნგრელი არონ სილაგი დამაჯერებლად (15-7) დაამარცხა.

დატოვე კომენტარი