სანდრო ბაზაძე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა
სანდრო ბაზაძე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა

გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ხმლით მოფარიკავეთა შორის ბრწყინვალედ ასპარეზობს სანდრო ბაზაძე. მან ცხრავე შეხვედრა მოიგო და ზედიზედ მესამედ კონტინენტის პირველობის საუკეთესო ოთხ მოფარიკავეს შორის მოხვდა.

ნახევარფინალში სანდროს მეტოქე 25 წლის რუსი, ევროპის ჩემპიონატების, ვერცხლისა და ორჯერ ბრინჯაოს პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონატების ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი კამილ იბრაგიმოვი იქნება, რომელიც FIE-ს რეიტინგში მე-6 პოზიციაზეა.

ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკი 21 საათზე დაიწყება.