სანდრო ბაზაძე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა
სანდრო ბაზაძე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა

ქართველმა ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ დიუსელდორფში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ის რუს სპორტსმენს, ევროპის ჩემპიონატების ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორს, მსოფლიო ჩემპიონატების ორგზის ბრინჯაოს პრიზიორს, რეიტინგის მეექვსე ნომერ კამილ იბრაგიმოვს შეხვდა.

ბრძოლა დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ ბაზაძის მარცხით, 11-15 დასრულდა. ნახევარფინალამდე ქართველმა სპორტსმენმა ზედიზედ ცხრა ორთაბრძოლა მოიგო. ეს სანდროსთვის მესამე ბრინჯაოა ევროპის ჩემპიონატებზე. მედალთან ერთად ბაზაძემ მნიშვნელოვანი სარეიტინგო ქულებიც მოიპოვა.