სანდო მამუკელაშვილმა NBA-ს პლეიოფში ორმაგი დუბლი შეასრულა #1TVSPORT
სანდო მამუკელაშვილმა NBA-ს პლეიოფში ორმაგი დუბლი შეასრულა #1TVSPORT

სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2025/2026 წლის პლეიოფის მეორე შეხვედრა „კლივლენდ კავალიერსთან“ სტუმრად გამართა, 105:115 დამარცხდა და სერიაში 0:2 ჩამორჩა.

„ტორონტოს“ მთავარმა მწვრთნელმა საქართველოს ნაკრების ფოვარდს 20 წუთი დაუთმო, მამუკელაშვილის ანგარიშზე კი ორმაგი დუბლი იყო – 12 ქულა, 10 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, ერთი ჩაჭრა.

„ტორონტოს“ შემადგენლობაში ყველაზე მეტი, 26 ქულა ჰქონდა სკოტი ბარნსს, ხოლო თამაში 22 ქულით დაასრულა ბარეტმა.

მამუკელაშვილის გუნდი სერიის მესამე მატჩს „კლივლენდის“ წინააღმდეგ 24 აპრილს საკუთარ მოედანზე ჩაატარებს. სერია ოთხ გამარჯვებამდე გაგრძელდება.