„სანდერლენდმა“ გრილიშის იჯარაზე განაცხადი გააკეთა #1TVSPORT

09:02, 27.08.2026

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა, ჯეკ გრილიშმა, შესაძლოა, კარიერა „სანდერლენდში“ გააგრძელოს.

„შავმა კატებმა“ იჯარაზე წინადადებით მიმართეს „სიტის““, – წერს გამოცემა The Athletic-ი. „სანდერლენდს“ სურს, რომ მანჩესტერულმა კლუბმა დაფაროს ფეხბურთელის ხელფასის ნაწილი, მომავალი წლის ზაფხულში კი, როცა გრილიშს „სიტისთან“ კონტრაქტი ამოეწურება, უფასოდ გადაიბიროს ნახევარმცველი და მასთან სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმოს.

გარდა ამისა, კლუბი მუშაობს „მარსელის“ გარემარბის, იგორ პაიშაოს ტრანსფერზე. აღნიშნავენ, რომ ბრაზილიელთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებულია, მაგრამ ფრანგულ კლუბთან მოლაპარაკება ჯერ დასრულებული არ არის.

გასულ სეზონში გრილიშმა იჯარით „ევერტონში“ ითამაშა, პრემიერლიგაში 20 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მსგავსი