სანჩო ყველაზე ძვირადღირებული ახალგაზრდა ფეხბურთელია
სანჩო ყველაზე ძვირადღირებული ახალგაზრდა ფეხბურთელია

ფეხბურთში სპორტული კვლევის საერთაშორისო ცენტრმა (CIES Football Observatory) შეადგინა ყველაზე ძვირადღირებულ 20 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა რეიტინგი.

ამ სიაში დიდი უპირატესობით ლიდერობს „დორტმუნდის“ ნახევარმცველი ჯეიდონ სანჩო. მისი ფასი, მეორე ადგილზე გასულ მატეო გენდუზისთან შედარებით, ორჯერ მაღალია.

ყველაზე ძვირადღირებული ახალგაზრდა ფეხბურთელების ტოპ-ათეული ასეთია:

1. ჯეიდონ სანჩო (დორტმუნდი) – 150,3 მლნ ევრო
2. მატეო გენდუზი (არსენალი) – 70,1 მლნ
3. ნიკოლო ძანიოლო (რომა) – 67,4 მლნ
4. კაი ჰაფერცი (ლევერკუზენი) – 64,3 მლნ
5. დეკლან რაიზი (ვესტჰემი) – 64,2 მლნ
6. ჯანლუიჯი დონარუმა (მილანი) -59,4 მლნ
7. ვინისიუს ჟუნიორი (რეალი) – 55 მლნ
8. ჯასტინ კლუივერტი (რომა) – 44,3 მლნ
9. ობიტ ნ’დიკა (აინტრახტი) – 44,1 მლნ
10. რაიან სესენიონი (ფულჰემი) – 43,5 მლნ