სანჩო „დორტმუნდში“ „ბარსელონას“ ფორვარდმა უნდა შეცვალოს
სანჩო „დორტმუნდში“ „ბარსელონას“ ფორვარდმა უნდა შეცვალოს

„დორტმუნდი“ „ბარსელონას“ ფორვარდის ანსუ ფატის მიმართ დაინტერესებას გამოთქვამს. ამის შესახებ ესპანური გამოცემა „სპორტი“ წერს.

გერმანული კლუბი ფატის ჯეიდონ სანჩოს შემცვლელად განიხილავს. აღნიშნავენ, რომ „ბარსელონა“ მზად არის 17 წლის ფეხბურთელი იჯარით გაუშვას ან გამოსყიდვის უფლებით გაყიდოს.

2019-20 წლების სეზონში ფატიმ 24 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ხუთი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასი შეასრულა. მისი კონტრაქტი კატალონიურ გრანდთან ძალაში 2022 წლის ზაფხულამდეა.

ორი კვირის წინ დაიწერა, რომ სანჩომ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტი შეათანხმა.

დატოვე კომენტარი