პლაჟის ფრენბურთის გერმანელი ვარსკვლავები ყატარში გასამართ ტურნირს ბოიკოტს უცხადებენ
პლაჟის ფრენბურთის გერმანელი ვარსკვლავები ყატარში გასამართ ტურნირს ბოიკოტს უცხადებენ

გერმანიის პლაჟის ფრენბურთის ქალთა ნაკრების წევრები – კარლა ბორგერი და ჯულია სუდე ბოიკოტს უცხადებენ ყატარში გასამართ ტურნირს, რადგან მათივე განცხადებით, ეს „ერთადერთი ქვეყანაა“, რომელიც სპორტსმენებს თამაშისას სპორტული ეკიპირების, კერძოდ კი ბიკინის ჩაცმას უკრძალავს.

„ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ საკუთარი საქმე გავაკეთოთ, თუმცა სამუშაო სამოსის ჩაცმას გვიკრძალავენ. ყატარი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მსგავსი რამ ხდება და მთავრობა გვეუბნება როგორ მოვიქცეთ – ჩვენ ამას ვაკრიტიკებთ“, – განაცხადა ბორგერმა გერმანულ რადიოსთან საუბრისას.

ყატარში ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIVB) ეგიდით მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი ტური უნდა ჩატარდეს, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატის გერმანელი ვერცხლის მედალოსნები მასში მონაწილეობას არ აპირებენ. სპორტსმენების თქმით, მაღალი ბუნებრივი ტემპერატურა ისედაც მნიშვნელოვანი დისკომფორტია და მისი დამძიმება შეჯიბრის ხარისხზე აისახება. ზედიზედ შვიდი წელი მამაკაცთა ღონისძიების მიღების შემდეგ, მარტში გასამართი ქალთა ღონისძიება პირველია, რომელსაც ყატარი მასპინძლობს.

ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციის მიხედვით, ისინი ქვეყნის ტრადიციებს სცემენ პატივს და სწორედ ამიტომ აწესებენ განსაკუთრებულ პირობებს ყატარში გასამართ ტურნირებზე.