სანამ ის კვიპროსშია, „ანორთოსისი“ მშვიდადაა - ქეცბაია ესტონეთში ლორიას გარეშე გაემგზავრა #1TVSPORT
სანამ ის კვიპროსშია, „ანორთოსისი“ მშვიდადაა - ქეცბაია ესტონეთში ლორიას გარეშე გაემგზავრა #1TVSPORT

ანორთოსისმა“ ტალინში „ფლორასთანკონფერენს-ლიგის მატჩისთვის (4 ნოემბერს გაიმართება) მზადება დაასრულა და ესტონეთის დედაქალაქში დღეს, 3 ნოემბერს დილით ჩარტერული რეისით გაემგზავრა. თემურ ქეცბაიამ წინა დღეს ვარჯიშის დასრულების შემდეგ ესტონეთში მოთამაშეთა სია გამოაცხადა, რომელშიც სიურპრიზი იყო.

აღმოჩნდა, რომ მოთამაშეთა შორის გიორგი ლორია არ იყო. ეს ვარჯიშის დასასრულ ქეცბაიამ განაცხადა. ფამაგუსტელთა მთავარი მწვრთნელის თქმით, საქართველოს ნაკრებისა და „ანორთოსისის“ მეკარე გუნდს პირადი, ოჯახური მიზეზების გამო ვერ დაეხმარება.

გუნდისთვის ლორია რომ დიდი ძალაა, „ანორთოსისის“ მეკარემ კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო ტურში „ომონიასთან“ ნაჩვენები შესანიშნავი თამაშით დაამტკიცა, სადაც კარი „მშრალად“ შეინახა.

„სანამ ის კვიპროსშია და „ანორთოსისში“ თამაშობს, ფამაგუსტელებს კარის საიმედოობაზე ფიქრი არ სჭირდებათ, რადგან ლორია ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო და სტაბილური მეკარეა. უკვე რამდენიმე კვირაა, ფამაგუსტას გუნდი არასტაბილურად თამაშობს, მაგრამ ლორია ყოველთვის საიმედოა. მან ჩემპიონ „ომონიასთან“ ძალიან მნიშვნელოვან თამაშში დაამტკიცა, რამდენად ღირებულია გუნდისთვის. მან რამდენიმეჯერ თავისიანები გადაარჩინა. „ანორთოსისს“ შეუძლია ლორიას იმედი ჰქონდეს და ოპტიმისტურად იყოს განწყობილი, რომ ასეთი მეკარით ბევრად უკეთესი დღეები ელის“, – წერს ბერძნული გამოცემა „კერკიდა“.