სანაკრებო პაუზა დასრულდა - ეროვნულ ლიგაში აუტსაიდერების მატჩი „გაგრამ“ მოიგო, ლიგა 2-ში „გარეჯი“ დაწინაურდა #1TVSPORT
სანაკრებო პაუზა დასრულდა - ეროვნულ ლიგაში აუტსაიდერების მატჩი „გაგრამ“ მოიგო, ლიგა 2-ში „გარეჯი“ დაწინაურდა #1TVSPORT

სანაკრებო პაუზა დასრულდა და საქართველოს ჩემპიონატი განახლდა. ეროვნულ ლიგაში, აუტსაიდერების დაპირისპირებაში „გაგრამ“ „თელავი“ 2:0 დაამარცხა. გოლები გიორგი ხარებაშვილმა (6) და გიორგი პაპუაშვილმა (89) გაიტანეს. სტუმრებს 55-ე წუთზე ლადო ოდიშვილი გაუძევეს.

„გაგრამ“ 35 ქულა დააგროვა და პლეი აუტის ზონაში მყოფ ფოთის „კოლხეთთან“ (31) და „თელავთან“ (30) სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა. ტურის დარჩენილი 4 მატჩი 23 ნოემბერს გაიმართება.

ეროვნულ ლიგა 2-ში, 33-ე ტურში გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი „რუსთავი“ შინ თბილისის „ლოკომოტივთან“ 0:1 მოულოდნელად დამარცხდა. ერთადერთი გოლი დენის ამოაკომ (13) გაიტანა. ამ შედეგით კონკურენტმა საგარეჯოს „გარეჯმა“ ისარგებლა, რომელმაც ბოლნისში „სიონთან“ ქულა მოიპოვა 2:2 და გალიდერდა. ბოლნისელებიდან თავდამსხმელმა თამაზ მაქაცარიამ (21, 62) დუბლი შეასრულა, სტუმრებიდან თავი ჯაბა კასრელიშვილმა (49) და ლევან პაპავამ (80) გამოიჩინეს. 36-ე წუთზე მასპინძლების მცველი გიორგი რეხვიაშვილი ბოლო იმედის ჯარიმისთვის გააძევეს და „სიონი“ 10 მოთამაშით დარჩა.

ეროვნული ლიგა 2. 33-ე ტური

რუსთავი – ლოკომოტივი 0:1

გოლები: 0:1 დენის ამოაკო (13)

გაძევება: ლუკა კეკელიძე (84. მეორე ყვითელი)

სიონი – გარეჯი 2:2

გოლები: 1:0 მაქაცარია (21), 1:1 კასრელიშვილი (49), 2:1 მაქაცარია (62), 2:2 პაპავა (80)

ხობის კოლხეთი – არაგვი 0:2

გოლები: 0:1 ბრეგვაძე (67), 0:2 ასპრილია (83)

დინამო-2 თბ – ვიტ ჯორჯია 2:1

გოლები: გუგბერიძე (54), 1:1 სადღობელაშვილი (81), 2:1 ცეცხლაძე (89)

გაფუჭებული პენალტი: გუგბერიძე (14)

შტურმი – სპაერი 1:0

გოლი – 1:0 კიტეიშვილი (45+1)