სანაკრებო მატჩების შემდეგ ჩაკვეტაძე დაასვენეს - „უოტფორდმა“ ლიდერს ქულები წაართვა #1TVSPORT
სანაკრებო მატჩების შემდეგ ჩაკვეტაძე დაასვენეს - „უოტფორდმა“ ლიდერს ქულები წაართვა #1TVSPORT

გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ ინგლისის ჩემპიონშიფის ლიდერს, „ლიდსს“ დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.

ქართველი ფეხბურთელი „უოტფორდის“ სამატჩო განაცხადში იყო, მაგრამ სანაკრებო მატჩების შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა დაასვენა.

„უოტფორდი“ 85-ე წუთამდე იგებდა, ხოლო „ლიდსმა“ თამაშის გადარჩენა ჟოზეფის გოლით შეძლო.

ინგლისის ჩემპიონშიფში გამართული 30 ტურის შემდეგ „უოტფორდი“ 49 ქულით მე-14 ადგილზეა და პრემიერლიგაში გადასასვლელ ზონას 15 ქულით ჩამორჩება.