სანაძის მორიგი ბრწყინვალე თამაში - 29 ქულა „მადეირასთან“ მოგებულ მატჩში
სანაძის მორიგი ბრწყინვალე თამაში - 29 ქულა „მადეირასთან“ მოგებულ მატჩში

პორტუგალიის საკალათბურთო ჩემპიონატზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა დუდა სანაძის „ოლივეირენშემ“, რომელმაც საკუთარ არენაზე „მადეირას“ უმასპინძლა და 14 ქულით სძლია (97-83)

ქართველმა მსროლელმა მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო. მოედანზე გატარებულ 27:08 წუთში დუდამ 29 ქულა, 2 მოხსნა და 6 პასი მიითვალა. ამ შედეგით ის ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო.

სანაძემ 9-დან 5 ორქულიანი, 9-დან 3-სამქულიანი და 11-დან 10 საჯარიმო ჩააგდო. შეგახსენებთ, რომ დუდას პორტუგალიის ჩემპიონატის მატჩში 20 ქულაზე მეტი აქამდე ჩაგდებული არ ჰქონდა.

„ოლივეირენშე“ პორტუგალიის ჩემპიონატში მეორე-მეოთხე ადგილებს ინაწილებს და მხოლოდ ლიდერ „პორტოს“ ჩამორჩება, რომელსაც მომდევნო ტურში საკუთარ არენაზე უმასპინძლებს.