სანაძის მორიგი ბრწყინვალე მატჩი - 17 ქულა „ბარეირენსესთან“ მოგებულ მატჩში
სანაძის მორიგი ბრწყინვალე მატჩი - 17 ქულა „ბარეირენსესთან“ მოგებულ მატჩში

ახალ სეზონზე რიგით მეექვსე გამარჯვება იზეიმა დუდა სანაძის „ოლივეირენშემ“. პორტუგალიის ჩემპიონატის მეშვიდე ტურში სანაძის გუნდი სტუმრად „ბარეირენშეს“ დაუპირისპირდა და მეტოქეს 80-89 სძლია.

საქართველოს ნაკრების მსროლელი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და პარკეტზე გატარებულ 28:51 წუთში 17 ქულა, ორი მოხსნა და ოთხი პასი მიითვალა. სანაძემ ცხრიდან ხუთი ორქულიანი, ხუთიდან ორი სამქულიანი და ხუთიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ხუთჯერ დაკარგა, სამი პერსონალური ჯაარიმა მიიღო და მის წინააღმდეგაც სამჯერ დაჯარიმდნენ.

აღსანიშნავია, რომ დუდა სტუმართა რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო. „ოლივეირენშე“ პორტუგალიურ ლიგაში მეორე ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს სანაძის გუნდი 23 ნოემბერს, შინ, „მადეირასთან“ ჩაატარებს.