სანაძის 15 ქულა „სპლიტის“ წინააღმდეგ - „ბორაცმა“ ადრიატიკის ლიგაში მერვე გამარჯვება მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT
სანაძის 15 ქულა „სპლიტის“ წინააღმდეგ - „ბორაცმა“ ადრიატიკის ლიგაში მერვე გამარჯვება მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

დუდა სანაძის „ბორაცმა“ ადრიატიკის ლიგაზე მორიგი შეხვედრა გამართა. სერბული გუნდი ხორვატიის „სპლიტს“ დაუპირისპირდა და სტუმრად 86:74 დაამარცხა.

ქართველი კალათბურთელი საუკეთესოთა შორის იყო. სანაძემ არასრულ 24 წუთში 15 ქულის და 2 პასის დაგროვება მოახერხა. მან 6-დან 3 ორქულიანი გამოიყენა და პერიმეტრიდან 5-დან 2-ჯერ ბურთი კალათში მოათავსა. დუდა საჯარამოს ხაზთან 3-ჯერ დადგა და სამივეჯერ ზუსტად ისროლა.

25 მატჩის შემდეგ „ბორაცი“ ადრიატიკის ლიგაში 33 ქულით მე-10 ადგილზე იმყოფება. სანაძის გუნდი შემდეგ შეხვედრას 26 აპრილს „ციბონას“ წინააღმდეგ გამართავს.