სანაძის 13 ქულა და გამარჯვება აუტსაიდერთან
სანაძის 13 ქულა და გამარჯვება აუტსაიდერთან

დუდა სანაძის „ოლივეირენშემ“ პორტუგალიის ჩემპიონტის მე-14 ტურის მორიგი მატჩი ერთერთ აუტსაიდერ „ოვარენშესთან“ საკუთარ არენაზე გამართა და იოლი გამარჯვება იზეიმა (87-69)

ქართველი მსროლელი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო. მოედანზე გატარებულ 24:08 წუთში დუდამ 13 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. დუდამ 3-დან 2 ორქულიან, 4-დან 2 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 4 პესრონალური ჯარიმა მიიღო და მის წინააღმდეგ ასევე 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

„ოლივეირენშე“ 10 მოგებითა და 4 მარცხით მე-4 ადგილზე იმყოფება და კვლავაც მხოლოდ პორტუგალიურ გრანდებს – „სპორტინგს“, „ბენფიკასა“ და „პორტუს“ ჩამორჩება, რომელთაც თითო-თითო წაგება აქვთ.

ქართველი კალათბურთელის გუნდი მომდევნო მატჩს უკვე მომავალ წელს, 4 იანვარს, სტუმრად, „მაიასთან“ ჩაატარებს.