სანაძემ ყატარის ჩემპიონატში 29 ქულა ჩააგდო
სანაძემ ყატარის ჩემპიონატში 29 ქულა ჩააგდო

ყატარის ჩემპიონატში დუდა სანაძის გუნდის „ალ ხორის“ მორიგი მეტოქე „ალ სადი“ გახლდათ. შეხვედრა სანაძის გუნდელებმა 86:112 დათმეს. დუდა ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და კვლავაც შეუცვლელად ითამაშა: 40 წუთის განმავლობაში 29 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. მან 13-დან 10 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი და ექვსივე საჯარიმო ჩააგდო.

ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 30-ს გაუტოლდა და ის თანაგუნდელთა შორის მხოლოდ ამერიკელ ქუინტრელ ტომასს (31) ჩამორჩა, რომელმაც 30 ქულა ჩააგდო. „ალ სადს“ ასევე 30 ქულით 36 წლის ბერძენმა კალათბურთელმა კოსტას ვასილეადისმა ულიდერა, რომელსაც კარიერის განმავლობაში პაოკ-ის, „უნიკახას“, „ობრადოიროს“, „ბილბაოს“, „ანადოლუ ეფესის“, აეკ-ისა და „იბეროსტარ ტენერიფეს“ რიგებშიც უთამაშია.

შემდეგ მატჩს „ალ ხორი“ 30 დეკემბერს, „ალ აჰლისთან“ გამართავს.