სან პაულუს საჩოგბურთო ტურნირზე ბოლბოები მიუსაფარი ძაღლები იყვნენ
სან პაულუს საჩოგბურთო ტურნირზე ბოლბოები მიუსაფარი ძაღლები იყვნენ

გასულ კვირას, სან პაულუში ბრაზილიის ღია პირველობა გაიმართა, რომლის ორგანიზატორებმა ბურთების მომწოდებლად ბიჭებისა და გოგონების ნაცვლად, მიუსაფარი ძაღლები გამოიყენეს – ისინი ჩოგბურთელებს ვარჯიშების დროს ეხმარებოდნენ.

სულ ტურნირზე ექვსი ძაღლი მუშაობდა – დუდა, გაბრიელი, ბობი, მელი, კიკა და ტორი, რომლებიც პატრონებს ეძებენ. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ცხოველებმა ყურადღება მიიქციონ და მათთვის თავშესაფარი აშენდეს.

“ამ ძაღლებს რთული ცხოვრება აქვთ, მაგრამ ჩვენ ვისწრაფვით ვაჩვენოთ არა მათი წარსული, არამედ ის, რამდენად სასარგებლოები შეიძლება იყვნენ ისინი მომავალში. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ჯიშის არიან ან რა ასაკი აქვთ. როცა მათ უვლიან და კარგად კვებავენ, ისინი კარგი მეგზურები ხდებიან”, – განუცხადა ATP-ის ოფიციალურ გვერდს აქციის სპონსორმა მადალენ სპინაზოლუმ.

ამგვარი აქცია ზედიზედ მესამედ გაიმართა. გასულ წელს, ექვსიდან ოთხმა ძაღლმა იპოვნა პატრონი.