„სან ხოსეს“ ყაზაიშვილის გოლმა ვერ უშველა [ვიდეო]
„სან ხოსეს“ ყაზაიშვილის გოლმა ვერ უშველა [ვიდეო]

მორიგი მატჩი ჩაატარა MLS-ის რეგულარულ სეზონში ვაკო ყაზაიშვილის “სან ხოსემ“. მან საკუთარ მოედანზე მიიღო “ლოს ანჯელესი” და ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა – 3:4.
არადა, “სან ხოსე” ორჯერ იგებდა. ანგარიში მე-11 წუთზე საქართველოს ნაკრების შემტევმა ვაკო ყაზაიშვილმა გახსნა. ეს მისი მესამე გოლია სეზონში და პირველი, მარტის შემდეგ.

ყაზაიშვილის გოლს, “ლოს ანჯელესმა” ორით უპასუხა, რასაც “სახ ხოსეს” ფორვარდის კრის ვონდოლოვკი დუბლი მოჰყვა და მასპინძლები 3:2-ს იგებდნენ. თუმცა, 90-ე და 97-ე წუთებზე “ლოს ანჯელესმა” ორჯერ გაიტანა და 4:3 მოიგო.

14 მატჩის შემდეგ, “სან ხოსე” დასავლეთ კონფერენციაში ბოლოსწინა ადგილზეა და პლეი ოფის ზონას 13 ქულით ჩამორჩება.