„სან-ხოსეს“ წლის გოლის ავტორი ყაზაიშვილია (ვიდეო)

ვაკო ყაზაიშვილი „სან-ხოსეს“ სეზონის საუკეთესო გოლის ავტორია – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი აქვეყნებს.

„სან-ხ​ოსეს“ ოფიციალური ვებ-გვერდზე გასულ სეზ​ონში კლუბის წევრების გატანილი საუკეთესო გოლები შეარჩიეს​. მათ შორის იყო კლუბის კაპიტნის, ამერიკის ნაკრებში ნათამაშევი კრის ვონდოლოვსკის, ასევე დენი ჰოსენის და მაგნუს ერიკსონის გოლები.

პირველ ადგილზე ქართველი შემტევის სუპერგოლი გავიდა, რომელიც ვაკო ყაზ​აიშვილმა 19 სექტემბერს „ატლანტასთან“ გაიტანა. საქართველოს ნაკრების შემტევმა საჯარიმოში მცველები ეფექტურად ჩამოიცილა და კარის ბადე შეარხია.