„სან ანტონიომ“ სტუმრად „პორტლენდთან“ წააგო - სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 12 წუთი გაატარა #1TVSPORT
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო“ სტუმრად „პორტლენდთან“ 109:120 დამარცხდა.
მამუკელაშვილმა ამ მატჩში მთავარი მწვრთნელისგან 12 წუთი მიიღო. ამ დროის მანძილზე ქართველმა ქულა ვერ მოიპოვა და თავის გუნდს 2 შედეგიანი გადაცემა შესძინა.
„სან ანტონიოს“ შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელი, 22 ქულა სტეფონ კასტლის ჰქონდა, ხოლო 21 ქულით დაასრულა მატჩი დევინ ვასელმა.
რეგულარული სეზონის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე „სან ანტონიოს“ 32 გამარჯვება და 46 მარცხი აქვს, დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა და პლეი ოფში გასვლას ვერ მოახერხებს.