„სან ანტონიომ“ „გოლდენ სტეიტი“ დაამარცხა - სანდრო მამუკელაშვილის ანგარიშზე 11 ქულაა #1TVSPORT
„სან ანტონიომ“ „გოლდენ სტეიტი“ დაამარცხა - სანდრო მამუკელაშვილის ანგარიშზე 11 ქულაა #1TVSPORT

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსი“ სტუმრად „გოლდენ სტეიტ უორიორსს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ შეხვედრაში 114:111 გაიმარჯვა.

მამუკელაშვილი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო, ის მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და 23 წუთი ითამაშა. მან ამ დროში 11 ქულა, 8 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა.

„სან ანტონიოდან“ შეხვედრაში საუკეთესო კელდონ ჯონსონი იყო, რომელსაც 30 წუთში 21 ქულა, 8 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა.

80 სათამაშო ტურის შემდეგ „სან ანტონიო სპურსი“ 33 მოგებით და 47 მარცხით დასავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილს იკავებს და პლეი ოფში მოხვედრის შანსი აღარ აქვს.