„სან ანტონიომ“ და „ტორონტომ“ ლეონარდი და დეროზანი გაცვალეს
„სან ანტონიომ“ და „ტორონტომ“ ლეონარდი და დეროზანი გაცვალეს

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში გრანდიოზული გაცვლა განხორციელდა. “სპურსმა” კანადურ გუნდში გაუშვა ფორვარდი კავაი ლენარდი, სანაცვლოდ კი შემტევი მცველი დემარ დეროზანი მიიღო. ამის შესახებ წერს “სან ანტონიოს” პრესსამსახური.

ამავე ტრეიდის ფარგლებში, “სან ანტონიო” ასევე თმობს დენი გრინს, ხოლო “ტორონტო” კი “სპურსის” მიმართულებით უშვებს ავსტრიელ ცენტრს იაკობ პოელტლს და ამას უმატებს 2019 წლის დრაფტის პირველ რაუნდში არჩევანის უფლებას.