სამწვრთნელო კარიერაში პირველად, ხოსეპ გვარდიოლა ზედიზედ ხუთჯერ დამარცხდა #1TVSPORT
ინგლისის პრემიერლიგის მე-12 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ლონდონის „ტოტენჰემ ჰოთსპურმა“ „მანჩესტერ სიტი“ სტუმრად 4:0 დაამარცხა.
აღნიშნული წაგება ინგლისის მოქმედი ჩემპიონისთვის ზედიზედ მეხუთე აღმოჩნდა, ხოლო მსგავსი შედეგი გუნდის მთავარ მწვრთნელს, ხოსეპ გვარდიოლას კარიერაში აქამდე არ ჰქონია.
„სიტი“ პირველად ინგლისის ლიგის თასზე სწორედ „ტოტენჰემმა“ დაამარცხა (1:2), შემდეგ პრემიერლიგაში „ბორნმუთმა“ სძლია (1:2), რასაც ჩემპიონთა ლიგაზე „სპორტინგთან“ დიდი ანგარიშით წაგება მოჰყვა (1:4), ხოლო დღევანდელ შეხვედრამდე გვარდიოლას გუნდს „ბრაიტონმა“ აჯობა – 2:1.
ამ მომენტისთვის მანჩესტერული გუნდი პრემიერლიგაში 23 ქულით მეორე ადგილზეა და „ლივერპული“ ხუთი ქულით ასწრებს.