სამწლიანი კონტრაქტი „ადანა დემირსპორთან“ - ხაბულიანი იტალიაში მოემზადება #1TVSPORT
სამწლიანი კონტრაქტი „ადანა დემირსპორთან“ - ხაბულიანი იტალიაში მოემზადება #1TVSPORT

გიორგი ხაბულიანი კარიერას თურქეთში გააგრძელებს – „თელავის“ თავდამსხმელზე ინფორმაციას „ადანა დემირსპორის“ ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

„ჩვენმა კლუბმა 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა 2004 წელს დაბადებულ ქართველ ფეხბურთელ გიორგი ხაბულიანთან“, – წერია „ადანა დემირსპორის“ პრესსამსახურის ცნობაში.

ქართველი ფეხბურთელისთვის რეალურად „ადანა დემირსპორი“, რომელსაც მისი სატრანსფერო უფლება 2025 წლის ზაფხულამდე ეკუთვნის, ახალი კლუბი არაა. გიორგი კლუბში 2021 წელს ჩაირიცხა, მაგრამ იურიდიული პრობლემების გამო (18 წლის არ იყო) თამაშის უფლება ვერ მიიღო და საქართველოში, „თელავში“ დაბრუნდა.

„უკვე 18 წლის ვარ და თამაშის უფლება მივიღე. ეს მთავარია. უკვე თურქეთში ვარ, გუნდთან ერთად ვარ და „ადანა დემირსპორთან“ ერთად შეკრება გავიარე. ახლა მეორე შეკრება იტალიაში დაიწყება, იქაც ორი კვირა ვივარჯიშებთ და მერე ჩემპიონატიც დაიწყება“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან გიორგი ხაბულიანმა.

18 წლის თავდამსხმელმა ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში „თელავში“ 2 გოლი (15 მატჩში) გაიტანა. ხაბულაინი საქართველოს 19 და 21-წლამდელთა ნაკრებების წვერია.