სამურკასოვი „ლოკომოტივში“ დაბრუნდა #1TVSPORT
სამურკასოვი „ლოკომოტივში“ დაბრუნდა #1TVSPORT

დავით სამურკასოვი „ლოკომოტივის“ ფეხბურთელია, – ინფორმაციას თბილისური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

დავით სამურკასოვი 25 წლისაა. კარიერა თბილისის „ლოკომოტივში“ 2014 წელს დაიწყო და გუნდი 2022 წელს დატოვა. ეროვნულ ლიგაში გატარებული რვა სეზონის შემდეგ, 2022 წლის ზაფხულში ბერძნულ „ეპისკოპში“ ჩაირიცხა, ხოლო 2023 წლის 13 იანვარს ლატვიურ „ლიეპაიაში“ გადავიდა.

ახალგაზრდა ნახევარმცველი ეროვნულ ლიგაში 2023 წლის ზაფხულში დაბრუნდა და საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა ქუთაისის „ტორპედოსთან“, რომელიც ზაფხულში დატოვა.

დავით სამურკასოვი საქართველოს 17, 19, 20 და 21-წლამდელთა ნაკრების წევრი იყო, ყველა ასაკობრივ ნაკრებში 22 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.