სამუელ ეტო’ომ ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩააბარა
სამუელ ეტო’ომ ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩააბარა

ცნობილი კამერუნელი ფეხბურთელი სამუელ  ეტო’ო 2020 წლიდან ჰარვარდის უნივერსიტეტში ისწავლის.

კამერუნელი შეერთებული შტატების ყველაზე პრესიტიჟულ უნივერსიტეტში ეკონომიკისა და მენეჯმენტის სპეციალურ კურსს ერთი წლის განმავლობაში გაივლის.

სამუელ ეტო’ო სხვადასხვა დროს თამაშობდა ისეთ კლუბებში, როგორებიცა: „რეალი“, „ბარსელონა“, „ინტერი“, „ჩელსი“.

კამერუნელ თავდამსხმელს აფრიკელ ფეხბურთელთა შორის ესპანეთის ჩემპიონატში ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული. „ბარსელონაში“ გატარებული 5 სეზონის განმავლობაში მან 100-ზე მეტი გოლის გატანა მოახერხა.

სამუელ ეტო’ო კამერუნის ეროვნული ნაკრების (ყველა დროის) საუკეთესო ბომბარდირია.  

2003, 2004, 2005 და 2010 წლებში ეტო’ომ აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მოიპოვა.