სამუელ ეტო'ო - ფერადკანიანი მწვრთნელები მეორეხარისხოვანი არიან
სამუელ ეტო'ო - ფერადკანიანი მწვრთნელები მეორეხარისხოვანი არიან

კამერუნელმა ფორვარდმა სამუელ ეტო’ომ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რომელთა გამოც ფილმში „მე არ ვარ მაიმუნი“ თამაშს დათანხმდა. სურათი რასიზმის პრობლემებზე ფრანგულმა არხმა Canal+-მა გადაიღო.

„ევროპაში მომიგია, როგორც მოთამაშეს და ეს უნდა გავაკეთო მწვრთნელის რანგში. ზოგიერთი ფერადკანიანი მოთამაშე არ ხდება მწვრთნელი, მაგრამ აფრიკელი მწვრთნელები არსებობენ. პრობლემა იმაშია, რომ მათ მიმართ არ არსებობს ის ნდობა, რაც სხვა სპეციალისტების მიმართაა. ფერადკანიან მწვრთნელს არ ენდობიან. ჩვენ მეორეხარისხოვან ადამიანებად გვთვლიან“, – განაცხადა ეტო’მ Sport-თან კომენტარში.

კამერუნელის გარდა, ფილმში „ბარსელონას“ მცველი სამუელ უმტიტი, „ნიცას“ მთავარი მწვრთნელი პატრიკ ვიეირა, „ნიცას“ ფორვარდი მარიო ბალოტელი და ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო მონაწილეობენ.