სამუდამო სასჯელი ნაცისტური მისალმებისთვის
სამუდამო სასჯელი ნაცისტური მისალმებისთვის

ფრანგულ საფეხბურთო კლუბ „ლიონის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გულშემატკივარს, რომელიც „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელების მოედანზე გამოსვლას ნაცისტური მისალმებით შეხვდა, სამუდამოდ აეკრძალება კლუბის თამაშებზე სიარული. ხსენებული ჟესტი ვიდეოზე დაფიქსირდა და სოციალურ ქსელში გავრცელდა, სადაც მომხმარებელთა უმეტესობის გულისწყრობა დაიმსახურა.

ფრანგული კლუბი აჟიოტაჟს გამოეხმაურა, განაცხადა, რომ ვიდეოს შესაბამისი ორგანოები სწავლობენ და, როგორც კი გულშემატკივრის იდენტიფიცირება მოხდება, მას სამუდამოდ აეკრძალება კლუბის თამაშებზე სიარული.

მატჩი, რომლის დროსაც ხსენებული ინციდენტი მოხდა, 19 სექტემბერს, მანჩესტერში გაიმართა და „ლიონის“ გამარჯვებით, 1-2 დასრულდა.