”სამტრედიაში” სენეგალელი ლეგიონერი ჩაირიცხა
”სამტრედიაში” სენეგალელი ლეგიონერი ჩაირიცხა

“სამტრედიაში” კიდევ ერთი ლეგიონერი ჩაირიცხა – 28 წლის სენეგალელი საყრდენი ნახევარმცველი სიდი სანია. ინფორმაცია კლუბმა გაავრცელა.

სიდი სანია 18 წლიდან ”სენტ ეტიენის” დუბლშემადგენლობაში გამოდიოდა – ის ფრანგულ კლუბში 2009-2013 წლამდე ირიცხებოდა და ”სენტ ეტიენის” მთავარ გუნდშიც ვარჯიშობდა, თუმცა მისი ფორმა ოფიციალურად მხოლოდ ორჯერ მოირგო. ბოლოს სენეგალელი ნახევარმცველი პორტუგალიური “უნიაო მადეირაში” გამოდიოდა.

სამტრედიული კლუბის პრეს-სამსახურის ცნობით, სანიასთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმეს. ის უკვე საქართველოშია და კლუბთან ერთად აქტიურ ვარჯიშს დღეიდან შეუერთდება.