სამტრედიაში ორი პირი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს

20:52, 18.06.2021

სამტრედიაში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ორი პირი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ფაქტი შელაპარაკებას მოჰყვა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

მსგავსი