სამტრედიაში მკვლელობა მოხდა

14:48, 18.02.2020

სამტრედიაში მკვლელობა მოხდა. ფაქტი სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში მოხდა.

მოკლულია ქალი. არსებული ინფორმაციით, მას თავს დაესხა ქმარი, რომელთანაც განქორწინება უნდა გაეფორმებინა.

შსს-ში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, რომ ბრალდებული უკვე დაკავებულია. უწყების ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი