„სამტრედიაში“ მეოთხე ახალწვეულია
„სამტრედიაში“ მეოთხე ახალწვეულია

ევროპის ლიგაზე თამაშამდე, „სამტრედიას“ კიდევ ერთი ახალწვეული ჰყავს – გუნდში ამიერიდან „რუსთავის“ თავდამსხმელი, თამაზ მაქაცარია ითამაშებს.

ინფორმაცია პირველ არხთან თავად 22 წლის თავდამსხმელმა დაადასტურა.

„კონტრაქტი გავაფორმეთ და „სამტრედიაში“ ექვსი თვით ვითამაშებ. ერთი დღეა, რაც სამტრედიაში ჩამოვედი და უკვე გუნდთან ერთად ვვარჯიშობ. ჩემთვის ეს საინტერესო შემოთავაზებაა. გადამწყვეტი ფაქტორი ისაა, რომ „სამტრედია“ ევროპის ლიგაზე იასპარეზებს, სადაც ათასი სელექციონერია და თავს თუ გამოიჩენ, პერსპექტივა გამოჩნდება”, – ამბობს მაქაცარია.

შეგახსენებთ, მაქაცარიამდე „სამტრედიასთან“ კონტრაქტები გააფორმეს 24 წლის მცველმა გიორგი ჯგერენაიამ (“ნორჩი დინამო”), 24 წლის მცველმა დმიტრო ულიანოვმა (უკრაინული კრამატოვსკის “ავანგარდი”) და 26 წლის თავდამსხმელმა ლაშა კუჭუხიძემ (ქუთაისის “ტორპედო”).