„სამტრედიაში“ ესპანელი ვარჯიშობს - ლეგიონერი, რომელიც ისლანდიაში თამაშობდა
„სამტრედიაში“ ესპანელი ვარჯიშობს - ლეგიონერი, რომელიც ისლანდიაში თამაშობდა
„სამტრედია“ ერთწლიანი პაუზის შემდეგ ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა. კახა კაჭარავას გაწვრთნილებმა ბოლნისის „სიონი“ ორმატჩიან პლეიოფში 4:1 (0:0, 4:1) დაამარცხეს.
 
საქართველოს ყოფილი ჩემპიონი თბილისში შეიკრიბა და ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. სამენეჯერო ვებგვერდ „ტრანსფერმარკტის“ ცნობით, გუნდში დიეგო დისი ჩაირიცხა.
28 წლის დისი ესპანელია, თამაშობს შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე. ესპანეთში მხოლოდ მეოთხე ლიგაში უთამაშია – იყო „ბოუზას“ კაპიტანი. 2019 წლის ზაფხულში ისლანდიის უმაღლესი ლიგის „გლინდავიკში“ ჩაირიცხა, რომელიც ლიგიდან გავარდა და დეკემბერში გუნდი დატოვა.